воскресенье, 27 марта 2011 г.

პროექტი

პროექტის სახელი: ბაგრატიონები
პროექტის მოკლე აღწერა:''ბაგრატიონების'' სამეფო გვარის წარმოშობის ისტორიის შესწავლა
პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტის სათაურს დაფაზე დაწერით. გონებრივი იერიშის მეშვეობით მასწავლებელი ადგენს საბაზისო ცოდნას. მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს აძლევს კონკრეტულ დავალებას. თითოეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს. ჯგუფებში შედიან სხვადასხვა განვითარებისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები  და  თითოეულ მათგანს შეაქვს წვლილი  ჯგუფის მუშაობაში. მოსწავლეები გაეცნობიან  ბაგრატიონთა გვარის წარმოშობის ისტორიას( მითი დარეალობა). ტაო–კლარჯეთის სამეფოს  ჩამოყალიბების  ისტორიას. მუხრანელ ბაგრატიონთა  გენეოლოგიას. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას იმ კულტურულ– საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, რომელსაც აწარმოებდა სამეფო  ოჯახი  და მთლიანად ბაგრატიონები. შეისწავლიან, როგორ წარმოიშვა ქართლის,კახეთის,იმერეთის ბაგრატიონთა დინასტიები. აღწერენ სამეფო გვარის ცხოვრებას მეფობის გაუქმების შემდეგ. მოიძიებენ მასალებს დღესდღეობით საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ სამეფო გვარის წარმომადგენლებზე.
       ყოველი კვირის ბოლოს მოსწავლეები ანგარიშს ჩააბარებენ  მასწავლებელს, აჩვენებენ თავიანთ  ნამუშევარს. გამართავენ დისკუსიას მოძიებულ მასალასთან დაკავშირებით. მასწავლებელი მისცემს შენიშვნებს, მისცემს სწორ  გეზს.
       მოაწყობენ ექსკურსიას ქუთაისში,მცხეთაში.მოინახულებენ ბაგრატიონთა საძვალეებს.
მონაწილეთა ასაკი/ კლასები: Xკლ/ 16–17წ
ვადები/ ხანგრძლივობა: Iთვე
პროექტის შესაძლო აქტივოვები კლასში:დამხმარე ლიტერატურის მოძიება, მასალების მოძიება ინტერნეტით, დისკუსიების გამართვა, მოძიებული მასალის  ანალიზი, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
            ისტ.X.1. მოსწავლე აანალიზებს და აფასებს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.
            ისტ.X.3. მოსწავლე გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას.
            ისტ.X.4. მოსწავლე წერს ისტორიულ თემას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  საძიებო სისტემა:www.google.ge, საქართველოს ისთორიის ნარკვევები 1–4 ტ, საქართველოს ისტორია X კლასი/მ.ვაჩნაძე, ვ. გურული, მ.ბახტაძე/.
სარგებელი სხვებისთვის: გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები, ისწავლიან დროის ხაზზე მუშაობის პრინციპს,გამოხატავენ მოსაზრებებს სხვებისა და საკუთარი ნამუშევრების შესახებ. გამოუმუშავდებათ ისტის მეშვეობით ინფორმაციის მოძიების უნარი.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები  გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში–ისტორიაში, გეოგრაფიაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:მაკა ცუცქირიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:makaqatia@gmail.com